Tuesday, November 5, 2013

პროექტის გეგმა:
1.   
პროექტის სახელი:  წრფივი დაპროგრამების ამოცანის ამოხსნა
2. 
   პროექტის მოკლე აღწერა:  ავეჯის ფაბრიკა სკამებსა და მერხებს ამზადებს. ყოველი სკამის ასაწყობად 4 საათია საჭირო, გასაყიდად გასამზადებლადაც -4 საათი. მერხისთვისაც, შესაბამისად, 8 სთ და 12 სთ-ია საჭირო. ფაბრიკის შესაძლებლობები არ აღემატება აწყობისთვის 160 სთ-ს და დასრულებისთვის 180   სთ-ს. სკამის გაყიდვით მიღებული მოგება 10 ლარია, მერხისა-18 ლარი. როგორ უნდა დაგეგმოს ფაბრიკამ დასამზადებელი სკამებისა და მერხების ოდენობები, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოს.
3. 
   პროექტის აქტუალობა:  წრფივი დაპროგრამების ამოცანის ეკონომიკაში გამოყენება.
4.  
  პროექტის მიზნები:  წარმოდგენილი პრაქტიკული ამოცანის ამოხსნა შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში,  გარკვეული თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.
5.   
მონაწილეთა ასაკი:   XI კლასი
6.
    ვადები/ ხანგრძლივობა:  1 კვირა
7.
    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:  წარმოების ისეთი დაგეგმვის შერჩევა, როცა მოგება მაქსიმალურია.
8.   
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პლაკატი, მარკერი.
9. 
   პროექტის მსვლელობა/ ძირითადი აქტივობები:  ამოცანასთან დაკავშირებული უტოლობათა სისტემის შედგენა და  მისი გრაფიკულად ამოხსნა GeoGebra-ს გამოყენებით.
10
. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან,/ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ, ეკონომიკა

             XI.4. წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს.
            XI.5. იყენებს ფუნქციებს და მათ თვისებებს რეალური ვითარების             მოდელირებისას
                      და მის შესასწავლად.
            XI.12. მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემებს.
             XI.13. წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და ახდენს მათ ინტერპრეტაციას.
11. 
პროექტის ხელმძღვანელი:    ნანა წულაია
12. 

პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  tsulaia.nana@gmail.com

13. პროექტის ხელმძღვანელის ბლოგის მისამართი: http://tsulaianana.blogspot.com/

No comments:

Post a Comment